ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი, კადრების ინსპექტორი — გზების სამშენებლო კომპანია

გზების სამშენებლო კომპანია

ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი, კადრების ინსპექტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გზების სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

  • ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი
  • კადრების ინსპექტორი

ტენდერების მენეჯერი / ხარჯთაღმრიცხველი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიისთვის საინტერესო სახელმწიფო ტენდერების მოძიება და ანალიზი;
  • სრული სატენდერო პროცესის მართვა და კოორდინაცია;
  • სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, მოთხოვნების შეფასება და წინადადებების წარდგენა მოთხოვნების სრული დაცვით;
  • შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, ტენდერისთვის საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით;
  • ტენდერების დოკუმენტაციის მართვა;
  • სამშენებლო პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
  • ფორმა 2-ის მომზადება, საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაციის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
  • შესაბამისი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
  • სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;

კადრების ინსპექტორი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან;
  • დოკუმენტების შედგენა (ხელშეკრულება, ბრძანება, მ.ჩ აქტი და სხვა);
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
  • შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით;
  • კომპანიის დირექტორის და ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;