ტექნიკური სერვისის მენეჯერი — Job Deal

Job Deal

ტექნიკური სერვისის მენეჯერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რეკრუტინგული კომპანია "Job Deal", ვაკანსიის დამკვეთი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი კომპანიისთვის, ეძებს ტექნიკური სერვისის მენეჯერს.

კომპანია 10 წელზე მეტია, რაც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას და პროაქტიულად აგრძელებს ბაზრის მასშტაბირებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების დისტანციური მომსახურება სერვისის მიმართულებით;
  • ტექნიკური მომსახურების მიღებისა და შესრულების პროცესების ოპტიმიზაცია (დროის შემცირება, დატვირთვის მართვა, პროცესების გამარტივება);
  • სერვისზე შემოსული ტრაქტორებისა და ტექნიკის რეგისტრაცია და სამუშაო დავალებების ფორმირება;
  • სერვისის შეკვეთების დაგეგმვა და ტექნიკური პერსონალის გადანაწილება;
  • სერვისის პროცესის მონიტორინგი (შეკეთების სტატუსი, ვადები, შესრულება);
  • კლიენტების ინფორმირება სერვისის მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ;
  • სათადარიგო ნაწილების მოთხოვნების გადაცემა საწყობისთვის და მათი ხელმისაწვდომობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოება (აქტები, ინვოისები, საგარანტიო ფორმები);
  • საგარანტიო შემთხვევების აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების მართვა;
  • სერვისის ხარისხის კონტროლი და კლიენტების უკუკავშირის შეგროვება;
  • მონაცემების შეყვანა ERP/CRM სისტემაში;
  • მომსახურების გაუმჯობესების ინიციატივების იდენტიფიცირება, შეთავაზება და დანერგვის უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება (შეკვეთების რაოდენობა, ვადები, პრობლემები).

მინიმალური მოთხოვნები:

  • სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • სატრანსპორტო საშუალებების სერვისის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
  • ტექნიკური ინფორმაციის სწორად გადაცემის და აღქმის უნარი;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
  • სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით მუშაობის გამოცდილება;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ცვლილებებზე მორგების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზად.);

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი 09:30-13:00 (1-საათიანი შესვენებების ჩათვლით);

ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000 - 3000 ₾ (შეთანხმებით).