ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსი- ფოთი
სს "ფოთი ტრანსტერმინალი" არის თანამედროვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტეინერო და გენერალური ტვირთების ოპერატიულ მულტიმოდალურ დამუშავებას. სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტისა და გადაზიდვების ეფექტურობის ამაღლებაში.
ვაკანსიის აღწერა:
ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
შრომითი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
"ფოთი ტრანსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება მექანიკისა ან მანქანათმშენებლობის დარგში;
- მექანიკოსად ან მანქანათმშენებლობის სფეროში ინჟინრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკა-დანადგარების გეგმური ტექნიკური მომსახურების გრაფიკის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
- ავარიული და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების სწრაფი ორგანიზება და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;
- საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული მოთხოვნა და მარაგების უზრუნველყოფა;
- ტექნიკისა და სპეცტექნიკის პერიოდული შემოწმება, მუშაობის ეფექტურობის ანალიზი და რესურსების ოპტიმიზაცია;
- ტექნიკის საიმედოობის ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
- პარტნიორ კომპანიებთან/სერვისცენტრებთან ურთიერთობა, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- პერსონალის პერიოდული ინსტრუქტაჟი და ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი.
პირადი უნარ-ჩვენები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.
სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
გისურვებთ წარმატებას!