ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი- გურჯაანი
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერის სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი - (გურჯაანი)
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ "
ციფრული მმართველობის სააგენტოს
" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
- ციფრული მმართველობა;
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
- ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გურჯაანი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო:
2405 ლარი
ფუნქციები:
- ინციდენტების მართვის სისტემის პორტალის, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით და კანცელარიით შემოსული წერილით ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მიღება, შეთანხმებულ ვადაში დიაგნოსტირება, მოგვარება ან მოგვარების მიზნით შემდეგ ეტაპზე გადაცემა;
- თანამშრომელთა კუთვნილ კომპიუტერებზე ოპერაციული სისტემების გამართვა;
- თანამშრომელთა კუთვნილი კომპიუტერების ძირითადი და სპეციალური პროგრამებით აღჭურვა;
- ოფისებში შიდა საკომუნიკაციო ქსელის გამართვა და ფიზიკურ დონეზე მომსახურება;
- პერიფერიული მოწყობილობების გამართულ მუშაობა;
- VOIP ტელეფონის მომსახურება ფიზიკურ და პროგრამულ დონეზე;
- ტექნიკური დახმარების ეფექტურად და ხარისხიანად მიწოდება;
- სამსახურის/დეპარტამენტის უფროსს, მოთხოვნის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენა მის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- ოპერაციული სისტემის MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
- Active Directory-ის ზოგადი ცოდნა;
- კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა;
- ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა;
- კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების (მაგ: Commander-ების, Backup and Restore პროგრამების და ა.შ) გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა;
- პერიფერიული მოწყობილობების (მათ შორის უსადენოს) გამოყენება;
- ოპერაციული სისტემის Mac OS ცოდნა;
- სასურველია მართვის მოწმობის ქონა;
უნარ-ჩვევები:
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.
კონკურსის ეტაპები:
- შემოსული განცხადებების გადარჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.