ტექნიკური მენეჯერი- კასპი — ჯი პი პი

ჯი პი პი

ტექნიკური მენეჯერი- კასპი

₾5000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაოს აღწერა:

  • ტექნიკური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკისა და საწარმოო დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა, მათი გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია) სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების, ასევე მათი შემდგომი შეუფერხებელი მუშაობის ზედამხედველობა/კონტროლი;
  • პრევენციული და გეგმური ტექნიკური მომსახურების ორგანიზება და კონტროლი;
  • ავარიული დაზიანებების დროული აღმოჩენა, დიაგნოსტიკა და აღმოფხვრის პროცესის მართვა;
  • ტექნიკური პერსონალის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შეფასება;
  • სათადარიგო ნაწილების, მასალებისა და ტექნიკური მარაგების კონტროლი;
  • სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, საფრთხეების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების საკითხები;
  • ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • სხვა ტექნიკური მიმართულების საკითხების შესრულება და უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, მომსახურების გეგმებისა და ანგარიშგების წარმოება და შესაბამისი რეპორტების წარდგენა უშუალო უფროსთან;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო, მექანიკურ, ელექტრო ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებით;
  • გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • მაღალი მოტივაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ფოკუსირება;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვა;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ - 18:00 სთ;
  • სამუშაო ადგილი - კასპი;
  • ანაზღაურება: 3000-5000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

დამატებითი ინფორმაცია:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.
  • შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 სექტემბერი 2026 წ.

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!