ტექნიკური მენეჯერი — ექსოლოტ ინვესტმენტს

ექსოლოტ ინვესტმენტს — ლოგო
ექსოლოტ ინვესტმენტს

ტექნიკური მენეჯერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ექსოლოტ ინვესტმენტსი" სტაბილურად მზარდი ქართული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება კომერციული უძრავი ქონების სექტორზე. ჩვენი უპირველესი მიზანი, მაღალი ღირებულების მქონე აქტივების შეძენისა და განვითარების გზით საინვესტიციო პორტფელების გაძლიერებაა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ბაზარზე ნდობის გაღრმავება, მყარი და საიმედო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა. "ექსოლოტ ინვესტმენტსის" მთავარი საქმიანობა გამორჩეული კომერციული სივრცეების შექმნაა ისეთი ინდუსტრიების წამყვანი კომპანიებისთვის, როგორებიცაა: საცალო ვაჭრობა, ჯანდაცვა, საბანკო მომსახურება და სხვა.

"ექსოლოტ ინვესტმენტს" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: მ. კოსტავას 14;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-17:00
  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი + ბონუსი (დახურული პროექტიდან)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესყიდული უძრავი ქონების მომავალი მოიჯარის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა (შავი კარკასის ფარგლებში სამუშაოები);
  • სამუშაოების დაგეგმვა და კონტრაქტორების მოძიება;
  • სამუშაოების დეტალური გეგმის შემუშავება და ვადების განსაზღვრა;
  • სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოების ვადების კონტროლი;
  • სამუშაოების ფასების კონტროლი;
  • პრობლემების და შესაძლო შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
  • გადაწყვეტილების მიღება მასალებისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ;
  • აბონირება/გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ლიცენზიანტებთან ურთიერთობა (წყალი, ელექტროენერგია, გაზი);
  • მომავალი მოიჯარის ტექნიკურ სამსახურთან კომუნიკაცია სამუშაოების პროცესში;
  • არქიტექტურის სამსახურთან სარეკლამო აბრისა და აგრეგატების ნებართვების სამუშაო პროცესში ჩართვა;
  • მეზობლებთან მოლაპარაკებების წარმოება აუცილებლობის შემთხვევაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური, სამშენებლო ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო/ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვისა და კონტროლის გამოცდილება;
  • კონტრაქტორებთან ურთიერთობისა და მათი საქმიანობის კოორდინირების უნარი;
  • Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის, სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ძლიერი სამუშაო ეთიკა;
  • სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.