ტექნიკური მარაგების ოპერატორი
სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.
გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!
კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მარაგების ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- აფთიაქებიდან წამოსული ასატვირთი დავალებების დროული დაფიქსირება პროგრამაში
- საგზაო დავალებების ერესზე ატვირთვა, ზედნადებების ატვირთვა, გააქტიურება
- აიტი განყოფილებისათვის და ოფისის ნაწილისთვის ტექნიკური აღჭურვილობის გაცემა /პროგრამული ასახვა სტოკში
- ხელმძღვანელის მოთხოვნისამებრ რეპორტინგის წარმოება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- პუნქტუალურობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია სასაქონლო ზედნადებთ მუშაობის გამოცდილება;
კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს:
- სატრანსპორტო მომსახურებას მეტრო სარაჯიშვილიდან და უკან;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვების დაფინანსებას;
- ფიტპასი;
"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!