ტექნიკოს-ინჟინერი
შპს "სერვის ცენტრი ტექნოლაინი" მობილური ტელეფონების და ციფრული ტექნიკის სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინჟინრის პოზიციაზე.
(სპეციალიზაცია: მცირე ელექტროტექნიკა და ელექტროტრანსპორტი (სკუტერი))
ძირითადი მოვალეობები:
- მცირე ელექტროტექნიკისა და ელექტროტრანსპორტის დიაგნოსტიკა, დაზიანების მიზეზის დადგენა და შეკეთება;
- ელექტრული და მექანიკური კვანძების/ნაწილების შეცვლა, აღდგენა და რეგულირება;
- შეკეთებული ტექნიკის ტესტირება და ხარისხის შემოწმება ჩაბარებამდე;
- ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
- კომპანიაში დადგენილი მომსახურებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ელექტრობისა და მექანიკური პრინციპების კარგი ცოდნა;
- შესაბამის ხელსაწყოებთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება:
- გამომუშავებით (გარანტირებული მინიმუმი 1500 ლარი + ბონუსი გამომუშავების მიხედვით);
- ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მის: თბილისი, სულხან ცინცაძის 58