ადგილზე ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი — დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

ადგილზე ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

₾4480 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
სსიპ - "საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ზედამხედველობის დეპარტამენტის ადგილზე ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ორგანიზაციის შესახებ

სამსახური, კანონით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ სტაბილურობას, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის ხელშეწყობას.

კატეგორია: ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა: 31.10.2026
თანამდებობრივი სარგო: 4480 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

** სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის შესაბამისად, საზედამხედველო სუბიექტების ადგილზე შემოწმება, ხოლო კონკრეტული შემოწმების დროს შესაბამისი მოვალეობის დაკისრების შემთხვევაში შემმოწმებელთა ჯგუფის ხელმძღვანელობა;
** შემოწმების მასალების მოპოვება/მომზადება, უშუალო ხელმძღვანელთან განხილვა/ანალიზი, შემოწმების აქტის პროექტის, მოხსენებითი ბარათის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
** უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ადგილზე შემოწმების შედეგების შემოწმებულ კომპანიასთან წინასწარ განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** დავალების შესრულების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება;
** სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის სფეროს განკუთვნილი ნორმატიული აქტების, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების და მათი შენახვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად;
** სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
** "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილება;
** საქართველოს კანონი "ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ";
** სადაზღვევო სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საკონკურსო მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება - ბაკალავრი
** პროფესია - ეკონომიკის/ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება (ხანგრძლივობა, სფერო): ფინანსების სფეროში არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სადაზღვევო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ასპექტების სრულყოფილად ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) ცოდნა;
** ინგლისური ენა: C1
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office: Word, Excel, Outlook, Powerpoint - ცოდნის დონე: ძალიან კარგი.

სასურველია:

** მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
** მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
** წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტიანი მართვა;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** კეთილსინდისიერება.

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ზეპირი დავალება გულისხმობს ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო თემატიკის ცოდნას, რომლის ფარგლებშიც კანდიდატს გასაუბრების ეტაპზე მიეცემა სიტუაციური დავალება და შეფასდება ქულათა სისტემის მეშვეობით.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.insurance.gov.ge/.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გთხოვთ,