არქიტექტორი — აისინქი

აისინქი — ლოგო
აისინქი

არქიტექტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
არქიტექტურული კომპანია "ISYNC" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

პროექტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ესკიზის შედგენა-დამუშავება, დეტალიზაცია;
** საპროექტო დავალების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** დეტალური არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის მომზადება.
** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** III და IV კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა.
** ეფექტური კომუნიკაცია მომიჯნავე პროფესიებთან;
** Archicad -ის მაღალ დონეზე ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით.
** პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (რეზიუმეს და პორტფოლიოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20მბ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.): . ან შეავსეთ შესაბამისი ფორმა ვებსაიტზე. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.