ტექნიკის ელექტრიკოსი- რუსთავი
სამშენებლო კომპანია შპს " Construction Service " აცხადებს ვაკანსიას ტექნიკის ელექტრიკოსის პოზიციაზე. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი ** სამუშაო დრო: სრული ** ანაზღაურება: კონკურენტული და კვალიფიკაციის შესაბამისი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს https://cs.ge/ka ფუნქცია-მოვალეობები: ** მძიმე ტექნიკის (თვითმცლელები, ექსკავატორები), სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა სპეც-ტექნიკის ელექტრო სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება; ** ტექნიკის ელექტროგაყვანილობის, დამქოქავი და დამტენი სისტემების, განათების და სხვა ელექტრონული მექანიზმების შემოწმება და აღდგენა; ** დაზიანებული ელექტრონული დეტალების შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება; ** ტექნიკის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად პრევენციული შემოწმებების ჩატარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. (განვიხილავთ ნაკლები გამოცდილების მქონე, მოტივირებულ კანდიდატებსაც, რომლებსაც აქვთ საბაზისო ცოდნა და საქმის ადგილზე შესწავლის დიდი სურვილი) ** სატვირთო ავტომობილებთან, ამწე კალათებთან და მძიმე სპეც-ტექნიკასთან გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** სასურველია კომპიუტერული დიაგნოსტიკისა და ნახაზების წაკითხვის ცოდნა. ** ტექნიკური აზროვნება, საქმისადმი პასუხისმგებლობიანი მიდგომა და ახალი უნარების სწრაფად ათვისების მზაობა.