ახალი მშენებლობების ხარისხის მართვისა და კონტ. სპეციალისტი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალი მშენებლობების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ21ა;
ანაზღაურება: კონკურენტული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება
დამატებითი მოთხოვნები:
- მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
- დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
- სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის დადგენილი წესის შესაბამისად წარმოება და აღრიცხვა;
- სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული ბაზების წარმოება;
- განხორციელებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციისა და პროცესების ასახვა შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში დადგენილი წესით
უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას