ელექტრო სისტემების დრაფტერი — Saxon Management Services

Saxon Management Services — ლოგო
Saxon Management Services

ელექტრო სისტემების დრაფტერი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო საპროექტო კომპანია "Saxon Management Services", რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას ელექტრო სისტემების დრაფტერის პოზიციაზე.

აღნიშნული პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს ინტერესი საინჟინრო პროექტირების, BIM/CAD მოდელირებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მიმართულებით. დრაფტერი იმუშავებს Designers-ისა და Shaper-ის ხელმძღვანელობით და ჩართული იქნება საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ელექტრო სისტემების BIM მოდელებისა და/ან CAD ნახაზების მომზადება და განახლება;
  • Revit-ში და/ან AutoCAD-ში ნახაზების, განლაგებების, სქემებისა და ცხრილების მომზადება ინჟინრის/დიზაინერის მითითებების საფუძველზე;
  • პროექტში განხორციელებული ცვლილებების მოდელსა და დოკუმენტაციაში ასახვა;
  • კომპანიის გრაფიკული, მოდელირების და დოკუმენტაციის სტანდარტების დაცვა;
  • Designers-ის მხარდაჭერა ტექნიკური დოკუმენტაციის დროულად და ხარისხიანად მოსამზადებლად;
  • ყოველდღიური დავალებების შესრულება და მონიტორინგი კომპანიის CRM/სამუშაო მართვის სისტემაში.

ოპერაციული როლი:

  • პოზიცია არის ტექნიკური/დრაფტინგის როლი და არ მოიცავს დამოუკიდებელ დიზაინ-გადაწყვეტილებების მიღებას;
  • დრაფტერი ასრულებს მისთვის გადაცემულ კონკრეტულ ამოცანებს დიზაინერის ან პასუხისმგებელი პირის მითითებით;
  • როლი მოითხოვს სიზუსტეს, პასუხისმგებლობას და სამუშაო სტანდარტების დაცვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური ან საინჟინრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Revit-ის და/ან AutoCAD-ის ცოდნა;
  • ელექტრო სისტემების საბაზისო პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საინჟინრო/BIM გარემოში მუშაობის სურვილი და მოტივაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დავალებების დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • BIM გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • სამუშაო პროცესში სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@saxonms.com.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: Electrical Drafter / ელექტრო სისტემების დრაფტერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.