ტანსაცმლის კონსტრუქტორი — Situationist

Situationist — ლოგო
Situationist

ტანსაცმლის კონსტრუქტორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"Situationist" აცხადებს ვაკანსიას ტანსაცმლის კონსტრუქტორის პოზიციაზე.

გრაფიკი: 5/2
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** დიზაინის ესკიზებისა და კრეატიული კონცეფციების საფუძველზე ტექნიკური შაბლონებისა და კონსტრუქციების შექმნა;
** სამოსის სტრუქტურის, სილუეტის, ფორმისა და ტექნიკური დეტალების მაღალი სიზუსტით დამუშავება;
** ნიმუშების, პროტოტიპებისა და პირველი sample-ების განვითარების სრული ტექნიკური მხარდაჭერა;
** პროდუქტის მორგების, პროპორციების, ბალანსისა და სილუეტის სრულყოფის უზრუნველყოფა;
** ფიტინგების პროცესში აქტიური მონაწილეობა და ტექნიკური კორექტირებების განხორციელება საბოლოო მორგების მისაღწევად;
** ქსოვილის თვისებების, დაცემის (drape) და კონსტრუქციული ქცევის გათვალისწინება შაბლონის შექმნის პროცესში;
** დიზაინერ (ებ)თან, მკერავებთან და ატელიეს გუნდთან მჭიდრო და მუდმივი თანამშრომლობა;
** სეზონური კოლექციებისა და Made-to-Measure / ინდივიდუალური შეკვეთების ტექნიკური განვითარება;
** სამუშაო პროცესში სამკერვალო ტექნიკის და შესაბამისი ინვენტარის სწორად და ეფექტურად გამოყენება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, გაზომვების, შაბლონებისა და კონსტრუქციული ფაილების ზუსტი მართვა და არქივაცია (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
** პროდუქციის ხარისხის, კონსტრუქციული სიზუსტისა და finishing-ის მაღალი სტანდარტების დაცვა განვითარების ყველა ეტაპზე;
** წარმოების პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობა და ატელიეს workflow-ის გაუმჯობესების მხარდაჭერა;
** დადგენილი ვადების (deadlines) დაცვით ტექნიკური ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტანსაცმლის კონსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება მოდის, ატელიეს ან წარმოების სფეროში;
** ტექნიკური შაბლონების შექმნისა და მათი წარმოებისთვის ადაპტირების გამოცდილება;
** ფიტინგების პროცესში მუშაობისა და კონსტრუქციული კორექტირებების განხორციელების გამოცდილება;
** ფიტინგების პროცესში მუშაობისა და კონსტრუქციული კორექტირებების განხორციელების გამოცდილება;
** ტანსაცმლის კონსტრუქციის, კერვის ტექნოლოგიებისა და ტექნიკური განვითარების ცოდნა;
** ქსოვილებისა და სხვადასხვა მასალის თვისებების, დამუშავებისა და კონსტრუქციული თავისებურებების ცოდნა;
** კონსტრუქციული პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტური ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავების უნარი;
** ტექნიკური ესკიზების, დიზაინის დავალებებისა და კონსტრუქციული სპეციფიკაციების ანალიზისა და ტექნიკურ შაბლონებად გარდაქმნის უნარი;
** ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ტექნიკური სიზუსტე და მაღალი ხარისხის სტანდარტებზე ორიენტირებულობა;
** ინტერესი მოდისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნის მიმართ.