სურსათის უვნებლობის სპეციალისტი- დასავლეთ საქართველო
"SMG - Safety Management Group" 2019 წლიდან წარმატებით საქმიანობს შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში. კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებს სთავაზობს HACCP-ის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, შრომის უსაფრთხოების სისტემების მართვას, შრომითი უფლებების სისტემის გამართვას, ტრენინგებსა და პროფესიულ კონსულტაციებს.
დღეს SMG 500-მდე პარტნიორი ორგანიზაციის ნდობით სარგებლობს და წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ საკონსულტაციო კომპანიას საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტს, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ჩაერთვება პარტნიორი ორგანიზაციების სურსათის უვნებლობის სისტემის (HACCP) დანერგვის და მონიტორინგის პროცესში.
სამუშაო ადგილი: დასავლეთ საქართველო (იმერეთი, გურია, აჭარა, სამეგრელო)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- პარტნიორ ორგანიზაციებში სურსათის უვნებლობის სისტემების (HACCP) დანერგვისა და მართვის პროცესებში მონაწილეობა;
- სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი;
- სურსათის უვნებლობის სისტემებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება, განახლება და წარმოება;
- ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება, შეფასებებისა და შიდა აუდიტების ჩატარება;
- შეუსაბამობების გამოვლენა, რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვის ტრენინგების, ინსტრუქტაჟებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება;
- სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
- პარტნიორი კომპანიებისთვის პროფესიული მხარდაჭერისა და კონსულტაციების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურსათო ტექნოლოგიების, კვების მრეწველობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვეტერინარიის, აგრონომიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სურსათის უვნებლობის, ხარისხის მართვის, აუდიტის ან საკონსულტაციო მიმართულებით;
- HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
- აუდიტისა და ინსპექტირების პროცესების საბაზისო ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პროფესიული განვითარებისა და სწავლის სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
- მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერასა და სწავლების შესაძლებლობას;
- მეგობრულ, დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და მოტივაციის სისტემას.