სუპერვაიზერი — ზედაზენი აჭარა

ზედაზენი აჭარა — ლოგო
ზედაზენი აჭარა

სუპერვაიზერი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „ზედაზენი აჭარა“ — სასმელების სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოადგენს კომპანია „ზედაზენი“-ს ექსკლუზიურ წარმომადგენელს აჭარაში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე (აჭარის რეგიონში).

სამუშაო ადგილი: აჭარის რეგიონი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ხელფასი: განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე

ენები: ქართული

პერსონალური კომპეტენციები

  • ძლიერი ანალიტიკური და ლიდერული უნარები;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დროისა და პრიორიტეტების მართვის ცოდნა;
  • სასმელების ბაზრის ცოდნა (კონკურენტები, ფასები, აქციები, სეზონური მოთხოვნა);
  • გადაწყვეტილების მიღების სწრაფი უნარი.

სამუშაო პირობები

  • სრული განაკვეთი, სამუშაო ადგილი — აჭარის რეგიონი;
  • ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

ფუნქცია-მოვალეობები

გაყიდვების გუნდის მართვა

  • გუნდის დაგეგმვა და მართვა — სავაჭრო აგენტებისა და პრისეილერების სამუშაო გეგმებისა და მარშრუტების შედგენა აჭარის რეგიონის მიხედვით;
  • მოტივაციის სისტემა — ბონუსებისა და KPI-ების გამოყენება (გაყიდული მოცულობა, დაფარვა, ახალი ობიექტები) გუნდის შედეგიანობის გასაზრდელად;
  • ტრენინგი და განვითარება — „ზედაზენის“ პროდუქციის ასორტიმენტის, გაყიდვებისა და მოლაპარაკების ტექნიკის ცოდნის ამაღლება;
  • მენტორობა და ადაპტაცია — ახალი თანამშრომლების ჩართვა გუნდში და მარშრუტზე ადაპტაცია;
  • ობიექტებზე ვიზიტები — ბაზარზე ყოფნა გუნდთან ერთად, კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და მარკეტის მდგომარეობის პირადად კონტროლი;
  • კომუნიკაცია და უკუკავშირი — ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგება გუნდის შესრულებაზე, გაუმჯობესების რჩევები და მიზნების დასახვა.

ბიზნესის განვითარება

  • ახალი ობიექტების მოძიება და ქსელის განვითარება (მაღაზიები, სუპერმარკეტები, რესტორნები, კაფეები, ბარები, სასტუმროები);
  • გაყიდვების პოტენციალის შეფასება უბნებისა და რაიონების მიხედვით;
  • გაყიდვების პოტენციალის ანალიზი — სად ღირს პრომო შეთავაზება და სად არა, სეზონურობის გათვალისწინებით;
  • ფასდაკლების პოლიტიკის ანალიზი;
  • კლიენტთა სეგმენტაცია — ABC ან RFM მოდელით.

ოპერაციული და ლოჯისტიკური კონტროლი

  • საწყობთან და მიწოდებასთან კოორდინაცია — „ზედაზენის“ პროდუქციის შეკვეთების დროული გატანა/მიღება, მიწოდების გრაფიკის დაცვა და ობიექტების უწყვეტი მომარაგება;
  • მარაგების მართვა — საწყობისა და ბაზარზე არსებული მარაგების კონტროლი, დეფიციტისა და ჭარბი მარაგის თავიდან აცილება, სეზონური მოთხოვნის გათვალისწინებით;
  • POS მასალებისა და მაცივრების მართვა — ბრენდირებული მაცივრების, დისპლეებისა და სტიკერების განთავსება და მათი მდგომარეობის კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პერიოდული შემოწმება — სავაჭრო ობიექტებში დარჩენილი მარაგების დათვლა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი.

ანალიტიკა და რეპორტინგი

  • გაყიდვების ანალიზი — ნავაჭრი, დაფარვა, აქტივაციის დონე, ზრდის ტენდენციები;
  • SKU-ების მოძრაობის ანალიზი — ტოპ და ნელა გასაყიდი სასმელების იდენტიფიცირება;
  • კვირისა და თვის რეპორტინგი — მიზნების შესრულების სტატისტიკა, შეფერხებების მიზეზების განმარტებით;
  • პრომო აქციებისა და სეზონური შეთავაზებების ეფექტურობის შეფასება;
  • რეალურ დროში სავაჭრო აგენტების მარშრუტებისა და შედეგების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები

  • სასურველია აღნიშნულ სფეროში / პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა — B კატეგორია;
  • საკუთარი ავტომობილი.