სუპერვაიზერი
იტალიური ბისტრო "Milanese Bistro" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე!
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სერვისის სტანდარტების მართვა: დარბაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; მომსახურების მაღალი ხარისხის დანერგვა და კონტროლი.
- გუნდის ლიდერობა: მიმტანებისა და ბარმენების მართვა, ახალი თანამშრომლების ადაპტაცია და ტრენინგი.
- სტუმრებთან ურთიერთობა: სტუმრების მიღება, მათი კმაყოფილების მონიტორინგი და ნებისმიერი არასტანდარტული სიტუაციის/პრეტენზიის პროფესიონალურად მოგვარება.
- საოპერაციო პროცესები: სალარო ოპერაციების კონტროლი, დარბაზის ინვენტარისა და სისუფთავის ზედამხედველობა.
- მარკეტინგული აქტივობები: სამზარეულოსთან და ბართან კოორდინაციით, სპეციალური შეთავაზებებისა და იტალიური გასტრონომიული დღეების მხარდაჭერა დარბაზში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სარესტორნო სფეროში (სასურველია პრემიუმ ან კონცეპტუალურ ობიექტებში) მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
- გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი.
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა.
- სასურველია სარესტორნო პროგრამების ცოდნა (მაგ.fina ან მსგავსი).
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
რას ვთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას 1800
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
- უფასო კვებას.
- გრაფიკი 5/2-ზე