სუ შეფი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს. კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან.
"Bistro By Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს სუ შეფის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, მზარდი ფიქსირებული ხელფასი.
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით).
- ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
- ფასდაკლების ბარათი.
- კვების თანხა დანამატი.
- კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
- აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრებზე/ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება.
- სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის მართვა.
- სტანდარტებისა და ტექნოლოგიების მიხედვით კერძების მომზადება.
- კერძის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა.
- სამზარეულოს პერსონალის კონტროლი.
- დაქვემდებარებულ თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/შეფასება.
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
- აღწერის ორგანიზება/ჩატარება.
- ჩამოწერების კონტროლი.
საჭირო უნარები:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სუ შეფის პოზიციაზე.
- სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.
- საკვები პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა.
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.
ადგილმდებარეობა: ქავთარაძის N1