სუ შეფი
"Food Management Group" 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს. კომპანიას აქვს კორპორატიული კვების, ფურშეტების, ქეიტერინგის მიმართულებები და დღეისთვის, კვების მენეჯმენტის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ბაზარზე. Food Management Group 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ნერგავს ქეითერინგის სტანდარტს.
"Food Management Group" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
- სამზარეულოს ყოველდღიური პროცესების მართვა და ზედამხედველობა შეფ-მზარეულთან ერთად და მისი არყოფნისას;
- კერძების მომზადების ხარისხისა და დადგენილი რეცეპტურის ზუსტი დაცვის კონტროლი;
- სამზარეულოს პერსონალის (მზარეულების, დამხმარეების) სამუშაო პროცესის კოორდინაცია და ეფექტური გადანაწილება;
- სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის (HACCP) სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა;
- ინგრედიენტების ხარჯვისა და დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანის კონტროლი;
- ახალი მენიუს შემუშავებასა და კერძების რეცეპტურის გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა.
პიროვნული მახასიათებლები და მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება სუ შეფის ან წამყვანი მზარეულის პოზიციაზე;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი;
- შრომისმოყვარეობა
- დროის ეფექტურად მართვა;
- ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი