სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტი- ბათუმი — ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი

ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი

სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბეთის ქ. N4

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

თანამდებობრივი ფუნქციები:

სამსახურის სპეციალისტი:

  • ახორციელებს აპლიკანტების, აბიტურიენტების და მობილობის მსურველი პირების რეგისტრაციას;
  • ახდენს სტუდენტთა კონსულტირებას უნივერსიტეტში მიმდინარე საკითხებზე;
  • მონაწილეობს ან/და ეხმარება სტუდენტურ თვითმმართველობას მისი აქტივობების ორგანიზებაში;
  • მონაწილეობს სტუდენტებისთვის ტრენინგების, სემინარების და მასტერკლასების ორგანიზების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების საკითხების ორგანიზებაში;
  • ხელს უწყობს სტუდენტების უფლებების და ინტერესების დაცვას, ეხმარება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ არჩეულ სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობას;
  • ახდენს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელთა პერიოდულ კვლევას, ხელს უწყობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის საქმიანობის ადმინისტრირებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს წინამდებარე სამუშაო აღწერილობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა);
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

შერჩევის ეტაპები:

  • CV-ების გადარჩევის ეტაპი;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ