სცენის კრეატიული პროდიუსერი
Pro Sound ეძებს კრეატიული ხედვისა და სივრცობრივი აზროვნების მქონე თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს პროფესიონალური საკონცერტო სცენების, LED ეკრანებისა და განათების ვიზუალურ კონცეფციას.
ძირითადი მოვალეობები:
- სცენოგრაფიული კონცეფცია: სცენის ვიზუალური იდეის მოფიქრება — Moodboard-ებისა და reference-ების მოძიება, დეკორაციების, LED ეკრანებისა და განათების სინთეზური სტილის შექმნა;
- დიზაინერთა გუნდის მართვა: 3D და გრაფიკული დიზაინერებისთვის მკაფიო დავალებების მიცემა, იდეის სწორად გადაცემა და ვიზუალური ხარისხის კონტროლი;
- ტექნიკურ გუნდთან ინტეგრაცია: კრეატიული იდეების შეთანხმება ხმის, განათებისა და LED ეკრანების ტექნიკურ ინჟინრებთან (იდეის ტექნიკური რეალიზებადობის უზრუნველყოფა);
- ლოკაციაზე მონიტორინგი: სცენის აწყობისა და დეკორირების პროცესში უშუალო მონაწილეობა საბოლოო ვიზუალური შედეგის დასაცავად;
- მასალებისა და სცენოგრაფიის შერჩევა: დეკორაციებისთვის საჭირო მასალების მოძიება და შერჩევა.
- პროექტების მენეჯმენტი: ერთდროულად რამდენიმე სცენოგრაფიულ პროექტზე მუშაობა და პროცესის მართვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- კრეატიული და სივრცობრივი აზროვნება: სცენოგრაფიის, მასშტაბისა და ვიზუალური ეფექტების აღქმის უნარი;
- მასალების ცოდნა: სცენის დეკორაციების მასალების (ხე, ლითონი, აკრილი, ქსოვილი) ცოდნა;
- განათების სცენოგრაფია: LED ზოლებისა და განათების ელემენტების დეკორაციებში ინტეგრირების პრინციპების ცოდნა;
- დავალების ფორმულირება: დიზაინერებსა და კონტრაქტორებთან ზუსტი, დეტალური და ტექნიკური კომუნიკაციის უნარი;
- ბაზრის ცოდნა: სარეკლამო-საწარმოო კომპანიებთან და დეკორატორებთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობა: სტრესულ გარემოში სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და დროის მართვის უნარი.
სამუშაო პროცესში გექნებათ შეხება 3D დიზაინერებთან, ხმის, განათებისა და LED ეკრანების ინჟინრებთან, სცენოგრაფიულ მასალებთან, განათების სპეცეფექტებთან და მასშტაბურ საკონცერტო/შოუ-პროექტებთან.
გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00 - 18:00), საჭიროებისამებრ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.