სტრატეგიული მარკეტინგის კონსულტანტი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანიისთვის, სტრატეგიული მარკეტინგის კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული და ბრენდინგის სტრატეგიების ფორმირება და სტრუქტურირება;
- ბაზრის დინამიკის, მომხმარებლის ქცევის და ბიზნეს მიზნების ინტეგრირება ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოში;
- ბრენდის ზრდისა და დიფერენციაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- მაღალი ზეგავლენის მქონე სტრატეგიული ინიციატივების შემუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა;
- მარკეტინგული ტრანსფორმაციის ინიციატივების მხარდაჭერა და ახალი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა;
- იმპლემენტაციის პროცესის მონიტორინგი და საჭირო ადაპტაციების განხორციელება;
- სტეიქჰოლდერებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და კომერციული შეთავაზებების განვითარებაში მონაწილეობა;
- კლიენტური ურთიერთობების განვითარება და გრძელვადიანი პარტნიორობის გაძლიერება;
- გუნდის წევრების განვითარება, მენტორინგი და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა;
- მარკეტინგული ინიციატივების ეფექტიანობის გაზომვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ბიზნეს გავლენის შეფასება;
- პროექტების მაღალი ხარისხის, ანალიტიკური სტანდარტებისა და ბრენდის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით;
- მაგისტრის ხარისხი MBA;
- სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (C1/C2);
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:30; (ჰიბრიდული გრაფიკი)