მარკეტინგის მენეჯერი — Alaverdi Resort

Alaverdi Resort

მარკეტინგის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

" Alaverdi Resort " აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - მარკეტინგის მენეჯერი . უშუალო ხელმძღვანელი - მმართველი მენეჯერი/მმართველი პარტნიორი სამუშაო გრაფიკი - სრული პოზიციის ძირითადი მიზანი: რესტორნის ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელება, გაყიდვების სტიმულირებაზე ზრუნვა, მარკეტინგული კამპანიების, სოციალურ ქსელების და პარტნიორული პროექტების მართვა, სტუმართა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება/დანერგვა. მარკეტინგის მენეჯერის სამსახურებრივი მოვალეობა (Job Description) ** კომპანიის კონცეფციის შესაბამისად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; კომპანიის სტრატეგიული მიზნების დაგეგმვაში მონაწილეობა, კომპანიის რეპუტაციულ იმიჯსა და ბრენდინგზე ზრუნვა ** მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შედგენა, მისი განხორციელების უზრუნველყოფა, საჭიროებისას ცვლილებების განხორციელების ინიცირება ** ინოვაციებისა და საუკეთესო მარკეტინგული პრაქტიკის გაზიარება საერთო შედეგების გაუმჯობესების მიზნით ** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება ** საკომუნიკაციო კონტენტის შექმნა, ვებ-გვერდზე, სოც. მედიასა და კომპანიის საკომუნიკაციო არხებზე კონტენტის განთავსების უზრუნველყოფა ** მარკეტინგული KIP-ების ანალიზი და მონიტორინგი (მათ შორის და არამარტო - სოც. ქსელების განვითარება, გაყიდვების სტიმულირება, სტუმართა მოზიდვა) ** ბეჭდური თუ სხვა ვიზუალური სარეკლამო მასალების მომზადება/გავრცელება ** სარეკლამო და მარკეტინგულ კომპანიებთან ურთიერთობა, თანამშრომლობის მონიტორინგი და მარკეტინგული პროექტების მართვა ** სტუმართა უკუკავშირისა და კმაყოფილების კვლევა, შედეგების ანალიზი და სათანადო რეპორტინგი მმართველ მენეჯერთან, უკუკავშირის გაუმჯობესების მიზნით ** ბაზარზე არსებულ კონკურენტთა მარკეტინგული ანალიზი, ტენდენციების კვლევა ** მარკეტინგული პროექტებისა და ინიციატივების შემუშავება, მენეჯმენტთან წარდგენა და განხორციელება, მათი შედეგების ანალიზი ** მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა და მისი მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი ** მიღებული კორესპონდენციის ეფექტური მართვა, გონივრულ ვადებში კვალიფიკაცია: ** გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წელი მარკეტინგის ან PR-ის მართვაში, სასურველია სტუმართმასპინძლობის (Hospitality) სექტორში ** ენის ცოდნა: ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა ** ანალიტიკური აზროვნება: მონაცემებთა ანალიზის და მარკეტინგული ეფექტურობის გაზომვის უნარი ** პროგრამები: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office) ** სხვა: სოც. მედიის მენეჯმენტი, რეკლამის მართვა (Meta Ads, Google Ads) უნარები: ** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარები ** რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარები ** ამოცანების დასახვის უნარები ** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარები ** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარები ** შესაძლებლობების დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარები ** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარები ** მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარები ** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარები ** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარები ** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარები ** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარები შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.