მომხმარებელთა გამოცდილების ხელმძღვანელი — BlueTabla

BlueTabla — ლოგო
BlueTabla

მომხმარებელთა გამოცდილების ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე — www.bluetabla.ge ვაკანსია: Head of Customer Experience სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაოს აღწერა: ** ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) განსაზღვრა და მისი დანერგვა ყველა საკომუნიკაციო არხში; ** მომსახურების სტანდარტებისა და გაიდლაინების შემუშავება; ** ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება; ** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი ადგილზე (მაღაზიებში) და დისტანციურად; ** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა და განხორციელება; ** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და ანალიტიკური დასკვნების (insights) მიწოდება პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის გუნდებისთვის. ** მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობა მოთხოვნები: ** მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე კომერციულ განყოფილებაში, მომხმარებელთან ურთიერთობის, მომსახურების ხარისხის ან საცალო გაყიდვების მართვის მიმართულებით; ** მომსახურებისა და გაყიდვების პროცესების სისტემურად ჩამოყალიბების გამოცდილება; ** ტრენინგების ჩატარებისა და გუნდის განვითარების გამოცდილება; ** ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის, ასევე პრეზენტაციის უნარები; ** ანალიტიკური აზროვნება და მომხმარებლის მონაცემებთან მუშაობის უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ სამუშაო დონეზე. ანაზღაურება და პირობები: ** კონკურენტული ანაზღაურება ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო