სტერილიზაციის ექთანი — კლინიკა კანი

კლინიკა კანი

სტერილიზაციის ექთანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის ექთნის პოზიციაზე.

ლოკაცია: გ. სააკაძის დაღმართი #11

კვალიფიკაცია:

  • საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან.
  • ქირურგიული იარაღების ზედმიწევნით ცოდნა.
  • დეზინფექცია/სტერილიზაციის სტანდარტების ცოდნა.
  • სადეზინფექციო და სასტერილიზაციო ხსნარების ცოდნა.
  • მინიმუმ ერთწლიანი პრაქტიკოს ექთნად მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • დეზინფექციის წარმოება და პაკეტების კომპლექტაცია.
  • იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება.
  • სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის.
  • სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად.
  • გამოყენებული ინსტრუმენტების რეცხვა/დეზინფექციისათვის მიღება/დათვლა და შესაბამის დოკუმენტში აღრიცხვა და კონტროლი.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
  • ინფექციის კონტროლის სამსახურის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა მუშაობის პროცესში.
  • შრომის უსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის წესებისა და ნორმების დაცვა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ