სტაჟირება იურიდიულ სამსახურში
სს "გრინვეი საქართველო" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. "გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.
სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ სამსახურში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 14ა
სამუშაო დრო: ორშ-პარ 10:00-18:00 საათამდე;
სტაჟირების პერიოდი: 4 თვე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით);
სტაჟირების პერიოდში თქვენ აქტიურად ჩაერთვებით:
- კომპანიის იურიდიულ საქმიანობაში;
- მოამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტებს;
- შეიმუშავებთ რეკომენდაციებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით;
- საქართველოს სამოქალაქო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და შრომის კოდექსის ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2/C1 დონეზე);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის გამართულად და ლოგიკურად შედგენის უნარი.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- დარწმუნების უნარი და დეტალებზე ორიენტირება;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად გადანაწილების უნარი;
- პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
- კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
- შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირება.
შერჩევის ეტაპები:
- პროფესიული ტესტირება;
- გასაუბრება.
გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.
გისურვებთ წარმატებებს!