სტაჟიორი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით
გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და ეძებს პასუხისმგებლიან, მოტივირებულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს სტაჟიორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების, ასევე სხვა ტექნიკური გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა;
- საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების გადამოწმება/ანალიზი და პროექტებთან შესაბამისობის დადგენაში გუნდის მხარდაჭერა;
- საველე გასვლებში და საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა, პროექტისთვის საჭირო საბაზისო მონაცემების შეგროვება და შესაბამისი ჩანაწერების/ფოტომასალის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროებისამებრ, პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემების მოძიება-დამუშავებასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკოლოგიის, გეოგრაფიის, გარემოსდაცვითი მეცნიერებების მიმართულებით, სპეციალიზაცია ან ბოლო კურსის სტუდენტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, ჰიდროლოგია ან ატმოსფერული ჰაერის დაცვა;
- ანალიტიკური აზროვნება და აკადემიური წერის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B1 - B2 დონე);
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი და ინფორმაციის ეფექტურად გაზიარების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში კანდიდატს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს მრავალმხრივი და პრაქტიკული გამოცდილება გარემოსდაცვითი კონსალტინგის სფეროში.