სტაციონარში დღის რეგისტრატორი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარში დღის რეგისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** პაციენტის რეგისტრაცია, კლინიკის პროგრამასა და ჯანდაცვის პორტალზე; ** სტაციონარში პაციენტის მიღება და გაწერის რეგისტრაცია; ** პაციენტის მომსახურების შესაბამისი საფასურის პროგრამაში ასახვა, ქვითრის გაცემა, სალაროს შემოსავლის ორდერის ამობეჭდვა; ** კლინიკაში შემოსული პირისათვის პასუხის გაცემა, პაციენტის ვიზიტის დაჯავშნა. ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების კარგად (MS Office) ცოდნა; ** სასურველია უცხო ენების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელური; ** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით; ** გუნდური მუშაობის უნარით; ** მოტივირებული და ორგანიზებული. ანაზღაურება: დარიცხული 1000 ლარი . სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.