რეგისტრატორი- ახალციხე
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს! "საქართველოს კლინიკები" ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას ქალაქ ახალციხეში.
სამუშოს ადგილმდებარეობა: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. N105 / ა
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს;
დამატებითი დეტალები: დეკრეტული ვადის შემცვლელი;
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულების მომსახურების სერვისის გამართულობა: პაციენტების ვიზიტების მართვა, სწორი და დროული რეგისტრაცია.
- პაციენტების და ვიზიტორების მომსახურება კომპანიის კორპორატიული სერვისის სტანდარტების დაცვით.
- პაციენტის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება.
- ქსელში არსებული აქციების/პროექტების შესახებ, პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
ვაკანსიის მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
აუცილებელი ცოდნა:
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- შესაბამისი მიმართულებით დადგენილი პოლიტიკები, პროცედურებს, გაიდლაინები, ინსტრუქციები;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:
15 ივნისი 2026