რეგისტრატორი — რეპროარტი

რეპროარტი

რეგისტრატორი

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #23

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30 სთ; შაბათი 09:30-15:00 სთ

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე, სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების გამართული საკომუნიკაციო ცოდნა;

ვაკანტური პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტების ეფექტური მომსახურება;
  • პაციენტებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება;
  • პაციენტების შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობა.