სპის მეთვალყურე
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას სპის მეთვალყურის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- სპა სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
- აუზის, საუნის, ორთქლის ოთახისა და სხვა სპა ზონების მუდმივი მონიტორინგი;
- სტუმრების მიღება, მათთვის სპა-ს წესებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პირსახოცების, ხალათებისა და სხვა საჭირო ინვენტარის დროული შევსება და მოწესრიგება;
- სპა ინვენტარისა და აღჭურვილობის მდგომარეობის კონტროლი და ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
- უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
- სტუმრების კომფორტზე ზრუნვა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
- კვებით უზრუნველყოფას;
- ანაზღაურება 1100 ლარი (NET);
- სამუშაო გრაფიკი 2/2.