სპეციალისტი სამეურნეო ერთეულში — ჯერარსი

ჯერარსი

სპეციალისტი სამეურნეო ერთეულში

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას სპეციალისტის პოზიციაზე სამეურნეო ერთეულში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა სს "ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00-დან 18:00-მდე

ანგარიშვალდებული: კლინიკის დირექტორი.

ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს, ორგანიზაციაში (სასურველია კლინიკაში), სამეურნეო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს: კლინიკის ტერიტორიაზე პერიოდულ შემოვლა-შეფასებას, ტექნიკურ გუნდთან ერთად. მან უნდა შეძლოს საჭიროებების დროული იდენტიფიცირება, რათა კლინიკის შენობა-ნაგებობა და აპარატურა იყოს მოწესრიგებული. ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში დროულად მოახდინოს პრობლემის დაფიქსირება, რაც უზრუნუნველყოფს კლინიკაში ტექნიკური პროცესების გამართულობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლინიკის შენობების, მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი.
  • კლინიკის შიდა და გარე ტერიტორიების სანიტარული და ესთეტიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
  • სამედიცინო აირების ქარხნის ტექნიკური მხარდაჭერის მონიტორინგი.
  • ტექნიკურ დეპარტამენტთან ერთად საჭიროებების იდენტიფიცირება, შესყიდვა/მონიტორინგი, მარაგების მართვა;
  • ანგარიშგება კლინიკის დირექტორთან და ფინანსურ მენეჯერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, ან მენეჯმენტის სფეროში);
  • მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • საწყობის ან ლოჯისტიკის პროცესების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა.