სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად.
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1250 (ათასორასორმოცდაათი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.
მოთხოვნები:
- ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
- ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office; Internet Browser).
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
- დასაბუთების უნარი;
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
- კრეატიულობა;
აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
- "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს;
- ფაკულტეტის დებულებას;
- თსუ წესდებას.
- პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
ვალდებულებები:
- მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის პედაგოგთა დატვირთვისა და სემესტრული სასწავლო ცხრილების ფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება;
- სასწავლო ცხრილების შედგენის და გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
- სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
- სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მომზადება აკადემიური რეგისტრაციისთვის;
- სტუდენტთა კორესპონდენციების მონიტორინგი და პასუხის გაცემა, ცნობების, სასწავლო ბარათების და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება; ელექტრონული უწყისების მონიტორინგი;
- სტუდენტთა ტუტორიალი და კონსულტირება, სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში;
- აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხების, რეგულაციების, ინსტრუქციების, ვადების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
- სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით;
- თსუ საგამოცდო ცენტრიდან მოწოდებული საგამოცდო ნაშრომების გასწორებისა და ცენტრისთვის დაბრუნების ადმინისტრირება;
- პირველსემესტრელ სტუდენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის უზრუნველყოფა - საბუთების მიღება, ხელშეკრულების გაფორმება;
- კურსდამამთავრებელთა წარდგინების მომზადებაში მონაწილეობა;
- ელექტრონული სწავლების პორტალზე (E-LEARNING) სამაგისტრო ნაშრომების პლაგიატის საპრევენციო პროგრამაში გატარების უზრუნველყოფა;
- სამუშაო პროცესში ნაწარმოები დოკუმენტების მოწესრიგება და არქივისთვის გადასაცემად მომზადება;