ოფისის მენეჯერი- ბათუმი — The English Academy

The English Academy — ლოგო
The English Academy

ოფისის მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით იწურება ბათუმში · ადგილზე სრული განაკვეთი

"The English Academy" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ცვლებში მუშაობა)

ძირითადი მოვალეობები:

  • აკადემიის სტანდარტებისა და სამუშაო პროცესების მართვა/კოორდინაცია;
  • ოფისის ყოველდღიური სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
  • სტუდენტებთან და მასწავლებლებთან კომუნიკაცია;
  • პოტენციური მსმენელების გასაუბრება და ინფორმირება;
  • CRM სისტემაში შემოსულ ლიდებზე დროული რეაგირება;
  • Follow-up კომუნიკაციის წარმოება;
  • ხელშეკრულებებისა და გადახდების მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციის და ორგანიზების უნარი;
  • აქტიურობა და ენერგიულობა;
  • გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV/რეზიუმე მისამართზე: theenglishacademy11@gmail.com. ელექტრონული ფოსტის Subject-ში გთხოვთ მიუთითოთ სასურველი პოზიცია: "ოფის მენეჯერი"

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!