სპეციალისტი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით
"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: სამეცნიერო/შემოქმედებითი განვითარებისა და კვლევების სამსახურის სპეციალისტი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით
ანაზღაურება: 1225 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში.
- სასურველია ტრენინგები/სერტიფიკატები მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებითა.
საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები:
- სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (B1);
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) პრაქტიკულად ფლობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მენეჯმენტის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო აღწერილობა (სამეცნიერო მიმართულებით):
- სამეცნიერო/შემოქმედებითი კვლევების ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
- სამეცნიერო/შემოქმედებითი კვლევების საგრანტო განაცხადების, ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია;
- შიდა გამოკითხვების, საევალუაციო პროცესების, კონკურსებისა და პროექტების დაგეგმვასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
- აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- კვლევითი პროცესებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.