სკოლის ფიზიკური აღზრდა და სპორტის მასწავლებელი
"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ფიზიკური აღზრდა და სპორტის მასწავლებლის 1 ვაკანტურ პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
სამუშაო გრაფიკი: 18 სთ/კვირაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
- უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება და სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
- უნდა ჰქონდეს შესაბამისი სასპორტო უმაღლესი განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
- უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
- უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებლის სტატუსით.
კონკურსის ეტაპები:
- საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება;
- კონკურსის შედეგების განსაზღვრა.
კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისია.
მასწავლებელი არ შეიძლება იყოს:
- პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
- პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
- პირი, რომელიც ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებებს.