სხვადასხვა - თერაპევტი
კლინიკა "სანმედი" აცხადებს ვაკანსიას კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტებისთვის!
თუ გსურთ იმუშაოთ მხარდამჭერ, პროფესიონალურ გარემოში და შეიტანოთ რეალური წვლილი ბავშვების განვითარებასა და დამოუკიდებლობაში, გიწვევთ ჩვენს გუნდში.
ვაკანტური პოზიციები:
- ფიზიკური თერაპევტი
- ქცევითი თერაპევტი (ABA თერაპევტი)
- ოკუპაციური თერაპევტი
- მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი)
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და უნარების შეფასება.
- ინდივიდუალური თერაპიული გეგმის შემუშავება და განხორციელება.
- ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიული სესიების ჩატარება.
- პროგრესის დოკუმენტირება, რეგულარული მონიტორინგი და პროგრამის კორექტირება.
- მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, კონსულტირება და უკუკავშირის მიწოდება.
- მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება (ფიზიოთერაპია, ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია, ლოგოპედია ან მომიჯნავე სფერო).
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
- სპეციალიზებული ტრენინგებისა და სერტიფიკატების ფლობა.
- ბავშვებთან მუშაობის სიყვარული, ემპათია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
- მულტიდისციპლინურ გუნდში გამოცდილების გაზიარებისა და განვითარების შესაძლებლობას.
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).