სხვადასხვა
7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურების პროგრამისთვის, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და პროფესიულად განვითარებაზე ორიენტირებულ სპეციალისტებს შემდეგ პოზიციებზე: 1. შემთხვევის მართვის მენეჯერი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესია — ფსიქოლოგი; ** რთული ქცევის მქონე ბავშვებთან მუშაობის დამოუკიდებელი პრაქტიკული გამოცდილება; ** ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული მუშაობის გამოცდილება; ** რთული ქცევის მართვის მიმართულებით პროფესიული ზედამხედველობის განხორციელების უნარი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** რთული ქცევის ფუნქციური შეფასება; ** რთული ქცევის შეფასება და ანალიზი; ** მოსარგებლის განვითარების შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა; ** ვერბალური და ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა; ** სპეციალისტებისა და ოჯახის წევრებისთვის რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა; ** ბავშვის დამოუკიდებლობისა და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობა; ** პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა; ** ბავშვისა და ოჯახის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ** ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების ჩართვის საჭიროების განსაზღვრა, სამუშაო საათების დაგეგმვა და პროფესიული ზედამხედველობა; ** სამუშაო რეკომენდაციების გაცემა და სწავლა-სწავლების პროცესის მონიტორინგი. 2. ქცევის კონსულტანტი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 4-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობაში ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი და სხვა), ABA მიდგომების გამოყენებით; ** ბავშვებისა და მათი ოჯახების ფსიქოსოციალური მხარდაჭერის გამოცდილება; ** ქოუჩინგისა და პროფესიული ზედამხედველობის გამოცდილება; ** სასურველია BCBA (Board Certified Behavior Analyst) სერტიფიკატი; ** ან BCBA სასერტიფიკატო პროგრამაში მონაწილეობა და მიმდინარე ზედამხედველობითი პრაქტიკული გამოცდილება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მულტიდისციპლინური გუნდის კონსულტირება რთული ქცევის ფუნქციური შეფასების პროცესში; ** ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში მხარდაჭერა; ** ფუნქციური ანალიზის განხორციელება სპეციალისტების ჩანაწერებზე დაყრდნობით; ** სპეციალისტების, პროგრამის ხელმძღვანელისა და შემთხვევის მართვის მენეჯერის მხარდაჭერა კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავების პროცესში. 3. ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვებთან); ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ემოციური სტაბილურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; ** სასურველია შესაბამისი განათლება ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, სოციალური მუშაობის ან მონათესავე მიმართულებით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბავშვების ყოველდღიური ზედამხედველობა და მხარდაჭერა; ** ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობა; ** ქცევითი სირთულეების მართვა პროფესიული და მშვიდი მიდგომით; ** დღის რეჟიმისა და დადგენილი წესების დაცვა; ** ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ** საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან და სპეციალისტებთან კომუნიკაცია; ** დაკვირვებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესაბამისი გადაცემა. ჩვენ გთავაზობთ: ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ** პროფესიულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; ** ინდივიდუალურად მორგებულ სამუშაო პროცესს; ** პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას; ** გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას; ** ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება ნამუშევარი საათებისა და პროგრამის მოსარგებლის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.