პედაგოგის დამხმარე ასისტენტი — მშობლების თანადგომა

მშობლების თანადგომა

პედაგოგის დამხმარე ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომა" 18+ დღის ცენტრი აცხადებს კონკურსს პედაგოგის დამხმარე ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო საათები მოიცავს კვირაში 5 სამუშაო დღეს 10:00-დან 16:00 საათამდე. ანაზღაურება შეთანხმებით! ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** დაეხმაროს სპეცპედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში; ** ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში ჩართულობა; ** ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელებაში ჩართულობა, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ; ** ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში; ** შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობაში ჩართულობა; ** გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა; ** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრი, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით, შესაძლებელია სტუდენტიც იგივე სპეციალობით; ** სასურველია ჰქონდეს შემოქმედებითი უნარი (კერვა, თექაზე მუშობა, ხატვა და ა.შ.) ** შერჩევით ეტაპზე უპირატესობა მინიჭება შშმ. პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ: ** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი; ** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა; ** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი; ** კეთილსინდისიერება/სანდოობა; ** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი); ** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია; ** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა; ** ადაპტაციის უნარი. ** პუნქტუალობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ