სხვადასხვა — გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

სხვადასხვა

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის საბაგირო სისტემების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

ადგილების რაოდენობა - 1

თანამდებობრივი სარგო - 1600 ლარი.

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.

ფუნქციები:

  • სამეცნიერო საქმიანობის წარმართვა ცენტრის და ლაბორატორიის დებულების, პროგრამის და ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად;
  • სამეცნიერო-კვლევითი თემატიკის და სამუშაო პროგრამის (გეგმა-გრაფიკი) დამოუკიდებლად განსაზღვრა და ლაბორატორიის და ცენტრის უფროსის რეკომენდაციით ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთვის წარდგენა;
  • ლაბორატორიის პერსპექტიული კვლევების სამუშაო გეგმის შედგენაში და სემინარულ მუშაობაში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო საბჭოსთვის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა;
  • სტატიების, ნაშრომების მომზადება და ცენტრის და ლაბორატორიის უფროსის რეკომენდაციით, დირექტორის და სამეცნიერო საბჭოს თანხმობით საქართველოს ან საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნება;
  • ცენტრის და ლაბორატორიის უფროსის რეკომენდაციით, დირექტორის და სამეცნიერო საბჭოს თანხმობით სიმპოზიუმებში, კონფერენციებში მონაწილეობა;
  • ცენტრის და ლაბორატორიის უფროსის რეკომენდაციით, დირექტორთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით პროექტების წარდგენა დასაფინანსებლად საქართველოს ან სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებში;
  • სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მაღალხარისხოვნად შესრულების მიზნით ლაბორატორიული ბაზების სრულყოფაში და სამეცნიერო შემოქმედებითი კოლექტივების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ინსტიტუტში საბაზო დაფინანსებით მიმდინარე სხვა სამეცნიერო სამუშაოებში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში დირექციის, ცენტრის და ლაბორატორიის უფროსების სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

განათლება:

  • უმაღლესი ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო განათლება;
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:

ლაბორატორიის საქმიანობის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

კანონმდებლობის ცოდნა:

  • საქართველოს კანონი "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ";
  • "საქართველოს შრომის კოდექსის" ზოგადი ცოდნა;
  • სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდება;
  • "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
  • უსაფრთხოების ტექნიკის დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები;
  • ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი ნორმატიული დოკუმენტები.

ენების ცოდნა:

  • ქართული ენის კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

კომპუტერის ცოდნა:

Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი - კარგად ცოდნა.

სასურველი პროფესია:

ინჟინერი;

სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება:

კვლევების შედეგების სისტემატიზაციის, ანალიზის, პუბლიკაციების, ანგარიშების მომზადების და პრეზენტაციის უნარი.

კომპეტენციები:

გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გამართულად წერისა და მეტყველების უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი, გუნდურად მუშაობის უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პროფესიონალიზმი, პროდუქტიულობა.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად;
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი).

არსებობის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

შენიშვნა:

  1. აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
  2. განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.
  3. დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2026 წლის 08 ოქტომბერს და დამთავრდება 2026 წლის 14 ოქტომბერს.

ფეთქებადი მასალების ექსპერტიზის, აფეთქებისგან დამცავი სტრუქტურების და მაღალტექნოლოგიური კომპოზიტების განყოფილების პოლიმერული კომპოზიტების და მაღალტექნოლოგიური მასალების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი

ადგილების რაოდენობა - 1

თანამდებობრივი სარგო - 1400 ლარი.

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.

ფუნქციები:

  • სამეცნიერო საქმიანობის წარმართვა განყოფილების და ლაბორატორიის დებულების, პროგრამის და ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად;
  • სამეცნიერო-კვლევითი თემატიკის და სამუშაო პროგრამის (გეგმა-გრაფიკი) დამოუკიდებლად განსაზღვრა და განყოფილების და ლაბორატორიის უფროსის რეკომენდაციით ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთვის წარდგენა;
  • ლაბორატორიის პერსპექტიული კვლევების სამუშაო გეგმის შედგენაში და სემინარულ მუშაობაში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო საბჭოსთვის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა;
  • სტატიების, ნაშრომების მომზადება და განყოფილების და ლაბორატორიის უფროსის რეკომენდაციით, დირექტორის და სამეცნიერო საბჭოს თანხმობით საქართველოს ან საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნება;
  • განყოფილების და ლაბორატორიის უფროსის რეკომენდაციით, დირექტორის და სამეცნიერო საბჭოს თანხმობით სიმპოზიუმებში, კონფერენციებში მონაწილეობა;
  • განყოფილების და ლაბორატორიის უფროსებთან, დირექტორთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით მომზადება/მონაწილეობის მიღება და პროექტების წარდგენა დასაფინანსებლად საქართველოს ან სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებში;
  • სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მაღალხარისხოვნად შესრულების მიზნით ლაბორატორიული ბაზების სრულყოფაში და სამეცნიერო შემოქმედებითი კოლექტივების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ინსტიტუტში საბაზო დაფინანსებით მიმდინარე სხვა სამეცნიერო სამუშაოებში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში დირექციის, განყოფილების და ლაბორატორიის უფროსების სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.

განათლება:

  • უმაღლესი ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო განათლება;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:

ლაბორატორიის საქმიანობის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

კანონმდებლობის ცოდნა:

  • საქართველოს კანონი "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ";
  • "საქართველოს შრომის კოდექსის" ზოგადი ცოდნა;
  • სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდება;
  • "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
  • უსაფრთხოების ტექნიკის დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები;
  • ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი ნორმატიული დოკუმენტები.

ენების ცოდნა:

  • ქართული ენის კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

კომპუტერის ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ინტერნეტი - კარგად ცოდნა.

სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება:

კვლევების შედეგების სისტემატიზაციის, ანალიზის, პუბლიკაციების, ანგარიშების მომზადების და პრეზენტაციის უნარი.

კომპეტენციები:

გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გამართულად წერისა და მეტყველების უნარი, საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი, გუნდურად მუშაობის უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პროფესიონალიზმი, პროდუქტიულობა.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად;
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი).

არსებობის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

შენიშვნა:

  1. აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
  2. განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.
  3. დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწყება 2026 წლის 08 ოქტომბერს და დამთავრდება 2026 წლის 14 ოქტომბერს.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

  1. I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კონკურსანტის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
  2. II ეტაპი - შერჩეული განაცხადების საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტის გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

გასაუბრებაზე კონკურსანტის დროულად არგამოცხადების შემთხვევაში, იგი მოიხსნება კონკურსის მეორე ეტაპიდან.

კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კონკურსანტს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.