ავტომობილების მომზადების სპეციალისტი — Audi

Audi

ავტომობილების მომზადების სპეციალისტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
საავტომობილო ცენტრი "Audi" არჩევს გუნდის ახალ წევრს, ავტომობილების მომზადების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შაბათი - 10:00 სთ- 16:00 სთმდე
ანაზღაურება - 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი,
მისამართი - ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი 68

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** ჩამოსული ავტომობილების მარაგის მიღება და განთავსება შესაბამისად განკუთვნილ ლოკაციებზე;
** ავტომობილების პირველადი, ვიზუალური დათვალიერება და აღრიცხვა;
** დაზიანების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
** გასაყიდად განკუთვნილი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება და მოწესრიგება მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად (სტანდარტებისა და პროცედურის შესწავლას უზრუნველყოფს კომპანია);
** ჩამოსული ავტომობილების გარეცხვა პარკინგსა და შოურუმში განთავსებამდე;
** გასაყიდად განკუთვნილი ავტომობილების ვიზუალური მოწესრიგება/გარეცხვა, პარკინგიდან შოურუმში შეყვანა და განთავსება;
** პარკინგზე და შოურუმში განთავსებული ავტომანქანების სისუფთავესა და წესრიგზე მუდმივი ზრუნვა, პერიოდული გარეცხვა და გაწმენდა;
** გაყიდული ავტომობილის მეპატრონისათვის გადასაცემად მომზადება, საჭიროებისამებრ გარეცხვა და გაწმენდა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მართვის მოწმობის ფლობა 3 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
** სავალდებულოა მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** კოლეგიალურობა