ოფისის მენეჯერი
ჩვენ ვეძებთ ოფისის მენეჯერს, რომელსაც აქვს ორგანიზების ძლიერი უნარები და ადამიანებთან ურთიერთობის ბუნებრივი ნიჭი — ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში წესრიგს უზრუნველყოფს, ხოლო მოულოდნელ სიტუაციებში სიმშვიდესა და გაწონასწორებულობას ინარჩუნებს.
ოფისის მენეჯერი ხშირად პირველი ადამიანია, რომელსაც კომპანიაში შემოსვლისთანავე ხვდები. ამასთანავე, ის პირველია, ვინც ამჩნევს შესაძლო პრობლემას, სანამ ის რეალურ სირთულედ იქცევა. ამ პოზიციის ეფექტიანი შესრულება ერთდროულად იცავს პროდუქტიულობას, უსაფრთხოებასა და ორგანიზაციულ კულტურას.
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N 24
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00)
ანაზღაურება: 2000 ლარი (net)
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ოპერაციების სრულად მართვა, მათ შორის კორესპონდენციის, დოკუმენტაციისა და არქივის სისტემების, საოფისე მარაგებისა და აღჭურვილობის კონტროლი, რათა არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი ყურადღების მიღმა არ დარჩეს.
** ოფისის საერთო სივრცისა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ზონების წესრიგის კონტროლი, რომ გარემო ყოველთვის შეესაბამებოდეს კომპანიის სტანდარტებსა და იმიჯს.
** მომწოდებლებთან და მუდმივ პარტნიორებთან ურთიერთობა და სხვადასხვა მომსახურების კოორდინაცია ოფისის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; მათ შორის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვები, ტექნიკური მომსახურების შეკვეთა და სხვა დაკავშირებული სერვისების უზრუნველყოფა.
** საოფისე მარაგებისა და აღჭურვილობის საჭიროებების წინასწარ განსაზღვრა და შესყიდვების პროცესის მართვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამუშაო პროცესების შეფერხება.
** უშუალო ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა; მივლინებებისა და მგზავრობის ორგანიზება; გზავნილებისა და კორესპონდენციის მართვა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება და მართვა.
** საოფისე სივრცისა და ინფრასტრუქტურის მართვა, მათ შორის გადაადგილების, სამუშაო ადგილების ცვლილებისა და ახალი სამუშაო სივრცეების მოწყობის პროცესების კოორდინაცია, თანამშრომელთა საჭიროებების პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნის მიზნით.
** თანამშრომელთა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და სამუშაო გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დროული რეაგირება.
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა (დამატებით სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** ბაკალავრის ხარისხი ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.
** ოფისის მართვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** შიდა სისტემებისა და პროცესების შემუშავების ან გაუმჯობესების გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა და ახალი ინსტრუმენტებისა და სისტემების სწრაფად ათვისების უნარი.
** დროის ეფექტიანად მართვის, რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და ადამიანებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ძლიერი უნარები; პრიორიტეტების ცვლილების პირობებში მოქნილად მოქმედების უნარი.
თუკი ზემოთ აღნიშნული თქვენთვის საინტერესოდ ჟღერს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — ოფისის მენეჯერი.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, დამუშავდება შპს "ტოგასის"-ს მიერ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია, ასევე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე, განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაციის შენახვა მოხდება 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინამდებარე ვადის ამოწურვის შემდგომ ხდება თქვენ შესახებ არსებული ინფორმაციის განადგურება. თუ გსურთ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის (მონაცემების) შემდგომი დამუშავების შეწყვეტა/აკრძალვა ან/და ცვლილება, წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ()