შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ოფიცერი — კომპანია

კომპანია

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ოფიცერი

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტისათვის მოთხოვნილი შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის გეგმების მონიტორინგი, მონაწილეობის მიღება აღნიშნული დოკუმენტების მომზადება და განახლებაში, საერთაშორისო და მსოფლიო ბანკის სტანდარტებისა და კონტრაქტის სპეციფიკაციების შესაბამისად.
  • ყოველდღიურად შრომის უსაფრთხოების ანალიზის და მოკლე ინსტრუქტაჟის ჩატარება, მონაწილეობის მიღება რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება/ განახლებაში.
  • სამშენებლო ობიექტებზე, შრომის უსაფრთხოების დაცვა, ობიექტების შესაბამისი ინვენტარით მოწყობა/აღჭურვა (დაწყებული უსაფრთხოების ნიშნებით ..ა.შ. დამთავრებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) სწორი გამოყენებით).
  • საქართველოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის, ასევე კონტრაქტით განსაზღვრულ მოთხოვნების შესრულება.
  • ნარჩენების სწორი განთავსებისა, ჰუმუსური ფენის მართვა და დაბინძურების პრევენციის კონტროლი, გარემოს დაცვის მიზნით.
  • რეგულარული ინსპექტირებების ჩატარება შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის კუთხით.
  • მონაწილეობის მიღება უბედური შემთხვევების და ასევე არშემდგარი უბედური შემთხვევების გამოძიებაში; შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ინფორმირება ზემდგომი ხელმძღვანელების (შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯერი).
  • ყოველკვირეული შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ანგარიშების მომზადება.
  • რეგულარული კონსულტაციები მუშებთან შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხებზე.
  • ავარიული რეაგირების პროცედურების ცოდნა და შესაბამისი აღჭურვილობის მზადყოფნა.
  • თანამშრომლობა დამკვეთისა და პროექტის ზედამხედველის შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის წარმომადგენლებთან, ასევე პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან.

კვალიფიკაციის მოთხოვნები:

  • შრომის უსაფრთხოებისა ან გარემოს დაცვის მიმართულებით ეროვნული ბაკალავრის ხარისხი, დიპლომი ან შესაბამისი სერტიფიკატი.
  • საერთაშორისო სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.
  • მინიმუმ 3 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, სასურველია საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
  • სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციები სტანდარტების ცოდნა.
  • ინგლისური და რუსული ენები ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები და კომპეტენციები:

  • ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები, პროაქტიული და პასუხისმგებლიანი მიდგომით.
  • დამოუკიდებლად და მრავალფეროვან კულტურულ გუნდში მუშაობის უნარი სტრესულ გარემოშიც.
  • მაღალი ყურადღება დეტალებისადმი და დოკუმენტაციისა და ანგარიშგების კარგი უნარები.
  • გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემური საკითხების ეფექტურად მოგვარების უნარი საველე პირობებში.
  • პროფესიონალიზმი და შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პოზიტიური კულტურის გაძლიერების ხელშეწყობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ