შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის დამხმარე — Argos Consulting

Argos Consulting

შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის დამხმარე

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სწრაფად მზარდი კომპანია "Argos Consulting" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის დამხმარეს თანამდებობაზე.

გვესაჭიროება ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში განვითარების სურვილის მქონე კანდიდატები, რომელთაც აქვთ იურიდიული განათლება და სურვილი ჩაერთონ ჰორეკას სექტორში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 1400 ლარი

დასაქმებული უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ სასტუმროებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, რისკების იდენტიფიკაციასა და მართვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • MS Office-ის, Word, Excel, Powerpoint სრულყოფილად ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • სასურველია იურიდიული განათლება.
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
  • სასურველია სასტუმროში (ჰორეკას სექტორში) მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

  • შრომის უსაფრთხოების საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • შრომის უსაფრთხოების საჭირო, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და შესაბამისი ქცევის სტანდარტების დანერგვა;
  • ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების დოკუმენტაციის წარმოება;
  • ობიექტის მენეჯმენტის ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შინაგანაწესების შესაბამისად წარმოების შესახებ;
  • ობიექტის მენეჯმენტის მიერ შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის სწორედ წარმოების კონტროლი/მონიტორინგი;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების შესახებ დოკუმენტაციის წარმოება;
  • წარმოებული დოკუმენტაციის დაფაილება, შენახვა, დაარქივება და შენახვისა და განახლების ვადების კონტროლი;
  • რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის კონტროლის მიზნით;
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • რეპორტინგის წარმოება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან.