შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი- რუსთავი — რუსთავის აზოტი

რუსთავის აზოტი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი- რუსთავი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი. სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.

სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო

გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 1800 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:

  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა და სტანდარტების შესრულების კონტროლი - უზრუნველყოს საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის, კომპანიის შიდა რეგულაციებისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
  • სამუშაო ადგილების უსაფრთხოების მონიტორინგი - რეგულარულად შეამოწმოს სამუშაო ადგილები, ტექნოლოგიური პროცესები, მოწყობილობები და ინფრასტრუქტურა და გამოავლინოს არსებული საფრთხეები და შეუსაბამობები.
  • რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებები - მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ადგილებზე რისკების იდენტიფიცირებაში, შეფასებასა და კონტროლის ღონისძიებების შემუშავებაში.
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კონტროლი - აკონტროლოს თანამშრომლებისთვის შესაბამისი PPE-ის შერჩევა, გაცემის პროცესი, გამოყენება და ტექნიკური მდგომარეობა.
  • უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა - მონაწილეობა მიიღოს უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და საშიში შემთხვევების მოკვლევაში, მიზეზების დადგენასა და განმეორების პრევენციის ღონისძიებების შემუშავებაში.
  • უსაფრთხოების დარღვევების გამოვლენა და გამოსწორების კონტროლი - გამოავლინოს დარღვევები, მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები/კორექტირებადი ღონისძიებები და აკონტროლოს მათი დროული შესრულება.
  • ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის წარმოება - აწარმოოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჟურნალები, აქტები, ანგარიშები, ინციდენტების ჩანაწერები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
  • ტრანსპორტირება

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!