შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება — იბერია რეფრეშმენტსი

იბერია რეფრეშმენტსი — ლოგო
იბერია რეფრეშმენტსი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "იბერია რეფრეშმენტსი", "PepsiCo"-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი

სამუშაო საათები: არასრული განაკვეთი (2 დღე / კვირაში)

კომპანიის შესახებ:

სს "იბერია რეფრეშმენტსი" წარმოადგენს "PepsiCo"-ს ოფიციალურ ბოთლერს საქართველოში და ფლობს ექსკლუზიურ უფლებას აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების დისტრიბუცია (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina).

კომპანია ასევე აწარმოებს "Max Power"-ის ენერგეტიკულ სასმელებსა და ქართულ ლიმონათებს (Iberia) და უზრუნველყოფს მათ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ "Revery Group"-ის წევრს. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნორმებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა.
  • სამუშაო ადგილების პერიოდულ ინსპექტირებაში მონაწილეობა და გამოვლენილი შეუსაბამობების დაფიქსირება;
  • უსაფრთხო სამუშაო პროცედურების (SOP, SWI და სხვ.) კონტროლი;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების მონიტორინგი;
  • საფრთხის შემცველი ქმედებების გამოვლენა და რეაგირება.
  • საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასების პროცესში მონაწილეობა.
  • უსაფრთხოების ინსტრუქტაჟებისა და Toolbox Talk-ების მომზადება და ჩატარება/ჩატარებაში მონაწილეობა;
  • ინციდენტების, Near Miss-ებისა და საშიში შემთხვევების აღრიცხვის, შეტყობინებისა და მოკვლევის პროცესში მონაწილეობა;
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • შრომის უსაფრთხოების ვადიანი სერტიფიკატის ან დიპლომის ქონა;
  • საქართველოს შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო აქტებისა და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPT);
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და აქტიურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას "Iberia Refreshments - Pepsi Georgia"-ს გამოცდილ გუნდთან ერთად;
  • კორპორატიულ სამედიცინო დაზღვევას (სტანდარტული პაკეტი);
  • კორპორატიულ SIM ბარათს;
  • ტრანსპორტირებას ისნის მეტროდან;

აპლიკაციის შემოტანის ვადა: 11/09/2026 წ.