შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი — სეიფთი მენეჯმენტ გრუპი

სეიფთი მენეჯმენტ გრუპი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია SMG (Safety Management Group) 2019 წლიდან სთავაზობს პარტნიორებს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასა და მართვას, HACCP-ის სისტემის შემუშავებას, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვას, შრომითი უფლებების სისტემის გამართვას, ასევე შესაბამის საკონსულტაციო მომსახურებებსა და ტრენინგებს.

დღეს კომპანია სარგებლობს 500-მდე პარტნიორის ნდობით. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანია პარტნიორი ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება.

SMG ეძებს გუნდის ახალ წევრს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შარტავას ქ. 33

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ