შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი — გერგილი

გერგილი — ლოგო
გერგილი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და ეძებს პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

ვაკანსია პოზიციაზე: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით)

სამუშაო გრაფიკი: სრული

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი:

მოთხოვნები:

  • სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დიპლომი;
  • სასურველია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
  • სასურველია ინგლისური ენის (B 1 - B 2 დონე) ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია წერითი უნარების დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
  • სავალდებულოა მართვის მოწმობა და მანქანის მართვის ცოდნა;

ფუნქციები:

  • საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების შემუშავება და კონტროლი;
  • ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
  • კანონდებლობით მოთხოვნილი სრული შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა;
  • დასაქმებულთა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან მიმართებაში;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ