შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი — ლოგო
შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

SMG — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი, 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღეს უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების, HACCP-ის, შრომითი უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.

ვაკანსია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

საქმიანობის აღწერა:

  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
  • საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
  • სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
  • ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება
  • სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

  • აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;
  • უცხო ენები: ინგლისური (სასურველია).

კომპანია გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი:

  • სამუშაო ადგილი: გარე ობიექტებზე მუშაობა თბილისში
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ