შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
"ისთ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის (HS Officer) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
- საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
- სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
- ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება;
- სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის.
მოთხოვნები:
- აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება.
ანაზღაურება: 1800 ლარი net
გრაფიკი: სრული
ლოკაცია: ალ. თვალჭრელიძის 2, ტექნიკური სამსახური